воскресенье, 27 марта 2011 г.

პროექტი

პროექტის სახელწოდება:  ჩემი სოფელი.
პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეების თვალით დანახული სოფლის  მთავარი პრობლემები და მათი გადაჭრის ალტერნატიული გზები.
პროექტის აქტუალობა:
ეს სასწავლო პროექტი აქტუალური არის იმით, რომ მოსწავლეები სიღრმისეულად შეისწავლიან სოფლისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს,  გააცნობიერებენ სოფლის როლს და მნიშვნელობას , გამოიკვლევენ რა პრობლემები არსებობს დღეს ჩვენს სოფელში და იმსჯელებენ მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე; .
პროექტის მიზნები:
  • მოსწავლეები შეისწავლიან და გამოიკვლევენ ჩვენი სოფლის ძირითად მახასიათებლებს:  მოსახლეობა,  განათლების სფერო, ბუნების და კულტურის ძეგლები, ბუნებრივი რესურსები და სხვა;
  • განივითარებენ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, მსჯელობის, თანამშრომლობის, კომუნიკაბელობის, კვლევის, ანალიზის, პრობლემის გააზრების  უნარ–ჩვევებს; გაიწაფებიან ისტ–ის გამოყენებაში,  რუკის, ცხრილის, დიაგრამის შექმნასა და მათ გამოყენებაში.
  • განუვითარდებათ სოფლის ღირებულებებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის და ზრუნვის აუცილებელი უნარ–ჩვევები, დასახავენ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზებს , გაარკვევენ როგორი იქნება მათი როლი ამ საკითხში, აქტიურად ჩაერთვებიან სოფლის კულტურულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

საგნებთან/ საგნობრივ გგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

    საზ.მეც.V-VI.2– იყენებს და ქმნის ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა საშუალებას (ცხრილი,გრაფიკი, ფოტო, სქემა, ჩანახატი).
    საზ. მეც.V-VI. 10 – იკვლევს საქართველოს მოსახლეობის მახასიათებლებს.
    საზ. მეც.V-VI. 12 ახასიათებს მხარეს ბუნებრივი რესურსების მიხედვით და მსჯელობს მათ მრავალმხრივ მნიშვნელობაზე.
    საზ.მეც.V-VI.13–მსჯელობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებაზე.


    ისტ.გეო. VII.2. მოსწავლე ინფორმაციის მოსაპოვებლად კითხულობს სხვადასხვა ისტორიულ–გეოგრაფიულ საშუალებებს.
    ისტ.გეო.VII.3 მოსწავლე განსაზღვრავს გეოგრაფიული ობიექტების და ტერიტორიების ადგილმდებარეობას რუკაზე.
    ისტ.გეო.VII.4 მოსწავლე ხსნის თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებსა და მეურნეობის განვითარებაზე.
    ისტ.გეო.VII.5 მოსწავლე მსჯელობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებაზე.
    ისტ.გეო.VII.11. მოსწავლე იკვლევს, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები, სოციალური გარემო და ეკონომიკური ურთუერთობები ადამიანის ყოფაზე.
    ისტ.გეო. VIII.1. მოსწავლე აანალიზებს რუკებსა და სხვა ისტორიულ–გეოგრაფიულ საშუალებებს (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები); ადგენს მარტივ რუკებს.
    ისტ.გეო.VIII.2. მოსწავლე გეოგრაფიული საშუალებების გამოყენებით შეისწავლის ტერიტორიების მდებარეობას.
    ისტ.გეო.VIII.3 მოსწავლე შეისწავლის მოსახლეობის დემოგრაფიულ მახასიათებლებს, განსახლების თავისებურებებს, მიგრაციულ პროცესებს და უკავშირებს მათ ეკონომიკურ განვითარებას.
    ისტ.X.3 მოსწავლე გეგმავს და ატარებს ისტორიულ კვლევას.
    ისტ.X.4 მოსწავლე წერს ისტორიულ თემას.
    მოქ.X.4 მოსწავლე შეისწავლის და აანალიზებს თანამედროვე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებსა და პროცესებს.
    მოქ. X. 5. მოსწავლე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გამოიმუშავებს და იცავს საკუთარ პოზიციას.
    მოქ.X.8 მოსწავლე მონაწილეობს საზოგადოების კეთილდღეობის ხელშემწყობ საქმიანობაში.

    მონაწილეთა ასაკი: 11– 16 წლის მოსწავლეები. V-VII-VIII-X კლასის მოსწავლეები.
    ვადები ხანგრძლივობა: 2 თვე.

    მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,  რაც შეიძლება შეიქმნას:
    ცხრილი, რუკა, სქემა, ინტერვიუს აუდიო  ჩანაწერები, ისტორიული ესე,   ფოტოები, ვიდეოკოლაჟი, მაკეტი, ნახატი, ჩანახატი და სხვა.  პროექტის სახელზე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგვება მარადმწვანე ხეები და მომზადდება სტენდი.

    პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: 
    ფოტოაპარატი , ხმის ჩამწერი, საკანცელარიო ნივთები,  კომპიუტერი, ინტერნეტი და კომპიუტერული პროგრამები-  microsoft word,  powerpoint,  vue. 

    პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) :
       თემა- გაიცანი შენი სოფელი და გააცანი სხვას.
     მასწავლებლის მიერ მოხდება საპროექტო ჯგუფების ჩამოყალიბება,   მოსწავლეთა უნარ- ჩვევებიდან გამომდინარე  დაკომპლექტდება ჯგუფები:
    I ჯგუფი– სოფლის რუკის შექმნა. (მდებარეობის განსაზღვრა, მოსაზღვრე სოფლების მდინარის და ტბების, წყალსადენის და წისქვილების , ბუნების და კულტურის ძეგლების, ადმინისტრაციული და  სავაჭრო პუნქტების, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულების გამოსახვა პირობითი ნიშნებით.)
    II ჯგუფი- მოსახლეობის თავისებურებების გამოკვლევა.  ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. რგანის ტერიტორიული მართვის ორგანოში ინფორმაციის და მასალების მოპოვება მოსახლეობის რაოდენობასა და მათ ასაკობრივ შემადგენლობასთან დაკავშირებით; მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გარკვევა; საქმიანობის შესწავლა;  ინტერვიუ გამოჩენილ, წარმატებულ და უხუცეს  ადამიანებთან.
      III ჯგუფი- სკოლა და სკოლამდელი აღზრდა. სტრუქტურა, ძველი და ახალი სკოლა, მოსწავლეთა  (მათ შორის წარჩინებულთა)  რაოდენობა.  წარჩინებული კურსდამთავრებულები. ინტერვიუ სკოლის ყოფილ და ახალ  დირექტორებთან, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან სკოლაში არსებული პრობლემების გამოსავლენად.
      IVჯგუფი-   სოფლის ადმინისტრაციული ცენტრი ე.წ. ,, დუქნები“ - ადმინისტრაციული შენობა, სოფლის ბიბლიოთეკა, ცეკვის და მუსიკის სტუდია, სამედიცინო დაწესებულება და სავაჭრო პუნქტები.

     V ჯგუფი-  ჩემი სოფლის სიმდიდრე და სიამაყე:  სასარგებლო წიაღისეული- მარგანეცი ანუ როგორც სოფელში ეძახიან ,, შავი ქვა“.  მაღარო და კარიერი- სოფლის მოსახლეობის დასაქმების ობიექტი. მარგანეცის მოპოვების და დამუშავების ადრინდელი და ახლანდელი ხერხები.
    VI ჯგუფი-   ბუნების და კულტურის ძეგლები - სამი  ეკლესია და გამოქვაბულები პირველყოფილი ადამიანების ნაკვალევით.

    2 – 3 მოსწავლე ირჩევს დასახელებული თემებიდან ერთერთს  და ინდივიდუალურად წერს  ისტორიული ესეს : ,,საიდან მოდის  ჩემი სოფლის სახელწოდება?“;   ,,სოფ. რგანში გავრცელებული გვარების წარმოშობის მოკლე ისტორია“,  ,,ლეგენდები ჩემს სოფელზე“. 
    ელემენტარული                                       1 ქულა მისაღები                                                        2 ქულა ოსტატური                                                                   3 ქულა
    1. მიზანი არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი
    2. ორგანიზება სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვაი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
    3. შინაარსის კორექტულობა გვხვდება ხშირი შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია, შეყავს შეცდომაში მკითხველი/მსმენელი ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
    4. ენობრივი გამართულობა

    5. კვლევა კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყარო არა არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული, ანალიზი მისაღებია კვლევა სწორად არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი წყარო (ავტორიტეტული კვლევები და მოპოვებული მასალები საველე კვლევიდან) და ანალიზი სიღრმისეულია
    6. თვალსაჩინოებები თვალსაჩინებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი თვალსჩინოებების კავშირი შინაარსთან არის, მაგრამ ერთფეროვანია, გამოიყენება მოძიებული და ჯგუფის მიერ შექმნილი მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
    7. შემოქმედებითობა მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები და ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
    8. კავშირი საგნებთან არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება არის მოსაზრების კავშირი ერთ ან ორ საგნიდან მიღებულ ცოდნასთან ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნებიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს მრავალი მიმართულებით ჯგუფის კომპეტენტურობაზე
    9. დასკვნები არა არის ჩამოყალიბებული დასკვნები დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო დასკვნაში არის სიახლე (ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი კვლევასთან და ჩამოყალიბებული მკაფიოდ
    10. პრეზენტაცია ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინებები


    ესე-ს შეფასების რუბრიკა




      მოსწავლის სახელი, გვარი
    მოდებაძე ბეჩუნი მოდებაძე შორენა გველესიანი თინათინ
    1. საინტერესო შესავალი      
    2. კვლევა      
    3. თემის გასაგებად წარმოდგენა      
    4. ისტ-ს გამოყენება      
    5. შემოქმედებითი უნარი      




    P.S. ამ შემთხვევაში მოსწავლეებს თითოეულ კრიტერიუმში ენიჭება 0, 1 ან 2 ქულა და საბოლოო ქულის გამოსაყვანად ითვლება მათი ჯამი. მაქსიმალური ჯამი არის 10 ქულა
    ბუნდოვნად ჩამოყალიბებული პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას
    ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით ენობრივად გაუმართავი, მცირე შეცდომებით ენობრივად გაუმართავი, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
    გააზრებულია თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
    პროექტის ხელმძღვანელი:  ნინო ხვედელიძე.
    ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:  nxvedelidze@gmail.com

    პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://nxvedelidze.blogspot.com

     

    Комментариев нет:

    Отправить комментарий